კურსის ფარგლებში მოცემულია და განმარტებულია საჯარო სამართალში მოქმედი ძირითადი ნორმატიული მასალა.
განმარტებული ნორმატიული აქტები:
- კონსტიტუცია
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
- ადმინისტრაციული სამართლის პროცესი
- საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი
- საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ორგანული კანონი
ჩვენი უპირატესობები:
- ლექციები შეგიძლიათ მოუსმინოთ შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს;
- ვიდეო ლექციებთან ერთად თქვენ მიიღებთ პრეზენტაციებს, რომელშიც მოცემულია ძირითადი საკითხები ნორმატიული აქტებიდან;
- მოგეცემათ შესაძლებლობა კურსის ფარგლებში შეხვდეთ ტრენერს, თუ ვიდეო ლექციებიდან გამომდინარე თქვენ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ;
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს ჩააბაროს გამოცდა (საადვოკატო, მოსამართლის) და სურს მხოლოდ საჯარო სამართლის შესახებ განმარტებების მიღება. კურსი ასევე დაეხმარება იურისტებს, რომლებსაც სურთ გაიხსენონ საჯარო სამართალში მოქმედი კანონმდებლობა.
ვიდეო ლექციებისა და პრეზენტაციების დახმარებით თქვენ ბევრად უფრო მარტივად შეძლებთ კურსის ფარგლებში მოცემული საკანონმდებლო მასალის გახსენებას და გაურკვეველი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
გისურვებთ წარმატებებს!