კურსის ფარგლებში მოცემულია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამაში მოცემული ყველა ნორმატიული აქტის ვიდეო ლექცია.
წინამდებარე კურსი თქვენ გაგიმარტივებთ გამოცდის ჩაბარებას, რადგან:
- ლექციები შეგიძლიათ მოუსმინოთ შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს;
- ვიდეო ლექციებთან ერთად თქვენ მიიღებთ პრეზენტაციებს, რომელშიც მოცემულია ძირითადი საკითხები ნორმატიული აქტებიდან;
- მოგეცემათ შესაძლებლობა კურსის ფარგლებში ორჯერ შეხვდეთ ტრენერს, თუ ვიდეო ლექციებიდან გამომდინარე თქვენ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ;
- კურსის დასრულების შემდგომ თქვენ დაწერთ 100 ქულიან ტესტს, დრო 6 საათი;
2017 წლიდან ,,დამწყებ ადვოკატთა სკოლის” სახელით, შემდგომ კი ,,ქართული სამართლის აკადემიის” სახელით წელიწადში ორჯერ ვამზადებთ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველ პირებს. ვინაიდან ლექციის მსვლელობისას კურსის მონაწილეები გვთხოვდნენ ჩანაწერებს, რათა კვლავ მოესმინათ მისთვის, გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა ვიდეო ლექციები, რათა მსმენელებს დაეზოგათ დრო და ამასთანავე მისცემოდათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ მოესმინათ მათთვის საინტერესო კანონის განმარტებისთვის.
ვიდეო ლექციებისა და პრეზენტაციების დახმარებით თქვენ ბევრად უფრო მარტივად შეძლებთ ჩააბაროთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
გისურვებთ წარმატებებს!