კურსის ფარგლებში განხილული იქნება:
- განცხადების, შუამდგომლობისა და ადმინისტრაციული საჩივრის შედგენის სპეციფიკა;
- სარჩელის შედგენის სპეციფიკა;
- შესაგებლის შედგენის სპეციფიკა;
- სარჩელის რეგისტრაცია, შესაგებლის წარდგენა და მოსამზადებელი სხდომის მიმდინარეობა;
- საქმის არსებითი განხილვის სხდომის თითოეული ეტაპი;
- გადაწყვეტილების გამოცხადება, ჩაბარება, გასაჩივრება და მოთხოვნის იძულებითი წესით აღსრულების ეტაპი;
კურსის მიზანია:
შეძლოთ დამოუკიდებლად და სამართლებრივად სწორად შეადგინოთ საპროცესო დოკუმენტაცია, რომლის წარდგენაც საჭიროა პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის ეტაპზე. ასევე შეძლოთ, რომ დამოუკიდებლად წარმართოთ სხდომა პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაიცვათ საკუთარი ან მესამე პირთა ინტერესები;
კურსი განკუთვნილია:
- სამართლის სტუდენტებისთვის;
- დამწყები ადვოკატებისთვის;
- ნებისმიერი პროფესიის მქონე პირისთვის, რომელსაც სურს ადვოკატის დახმარების გარეშე შეძლოს პირველ ინსტანციაში საკუთარი უფლებების დაცვა;