კურსის ფარგლებში მოცემულია და განმარტებულია კერძო სამართალში მოქმედი ძირითადი ნორმატიული მასალა.
განმარტებული ნორმატიული აქტები:
- სამოქალაქო კოდექსი
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
- მეწარმეთა შესახებ კოდექსი
- შრომის კოდექსი
ჩვენი უპირატესობები:
- ლექციები შეგიძლიათ მოუსმინოთ შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს;
- ვიდეო ლექციებთან ერთად თქვენ მიიღებთ პრეზენტაციებს, რომელშიც მოცემულია ძირითადი საკითხები ნორმატიული აქტებიდან;
- მოგეცემათ შესაძლებლობა კურსის ფარგლებში შეხვდეთ ტრენერს, თუ ვიდეო ლექციებიდან გამომდინარე თქვენ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ;
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს ჩააბაროს გამოცდა (საადვოკატო, მოსამართლის) და სურს მხოლოდ კერძო სამართლის, ასევე სამოქალაქო საპროცესო სამართლის განმარტებების მიღება. კურსი ასევე დაეხმარება იურისტებს, რომლებსაც სურთ გაიხსენონ კერძო სამართალში მოქმედი კანონმდებლობა.
ვიდეო ლექციებისა და პრეზენტაციების დახმარებით თქვენ ბევრად უფრო მარტივად შეძლებთ კურსის ფარგლებში მოცემული საკანონმდებლო მასალის გახსენებას და გაურკვეველი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
გისურვებთ წარმატებებს!